10:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 12:19:24, 380 ნახვა

პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო: უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციის აღმოფხვრას შეძლებს

უკრაინელ ხალხს დიდი იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციის აღმოფხვრას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, მოლოდინია, რომ კოკრეტული შედეგები უახლოს მომავალში იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე, დადებითად შეაფასა ოდესის გუბერნატორის პირველი ინიციატივები თანამდებობებზე კონკურსის წესით დანიშვნასთან დაკავშირებით.

"ძალიან მომწონს შტატების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციავტივა. მოსახლეობა უდიდეს მოლოდინებს ამყარებს, უახლოეს მომავალში კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე.  პირველ რიგში ეს კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება. დერეგულაციის, დებიუროკრატიზაციის, დეოლიგარქიზაციის იდეა - ეს ის არის, რასაც დღეს ოდესა და უკრაინა ელოდება", - განაცხადა პოროშენკომ.

მიხეილ საკაშვილმა კი აღნიშნა, რომ უკვე გაესაუბრა ოდესელებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის მიზნებს კორუფციასთან ბრძოლისა და ოლიგარქების თვითნებობის დასრულების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics