|
2018-07-13 16:29:38, 656 ნახვა
საზოგადოება
შოვი „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში ღონისძიებას - „მუსიკა და პოეზია რაჭაში“ უმასპინძლებს
„არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 14 ივლისს შოვის ყოფილი პირველი სანატორიუმის ეზოში (ე.წ სტალინის სახლი) გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი აუდიტორიის წინაშე ერთობლივი პროექტით - „წრე" წარსდგებიან. 90-იან წლებში შექმნილი კოლაბორაცია გოგი ძოძუაშვილის ელექტრონულ მუსიკას და რატი ამაღლობელის პოეზიას აერთიანებს. „არტარეა ფესტივალმა" სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას. მომდევნო ღონისძიება - ალექსანდრე კორძაიასა და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - Kordz & Zagareli-Strings, 28 ივლისს, ბორჯომის პარკში ჩატარდება. 11 აგვისტოს მესტიაში, სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზოვის ფილმის - „ჯიმ შვანთე" მუსიკალური პრემიერა შედგება. არტარეა ფესტივალი 22 სექტემბერს თელავში დასრულდება, სადაც ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია სახელწოდებით - „სხვა კუთხით" იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი. პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)