08:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 20:05:08, 835 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? სახელმძღვანელობიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?

კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არა პარტნიორებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვიმლა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოებამ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები მიიღოს.

„ვინმე ახსნის, რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი? არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი, გავიგოთ, ხომ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ისე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა და ამ დროს, მაისში იმხელა ეკონომიკური ზრდა გვქონია, რომელიც აქამდე საერთოდ არ ჰქონია საქართველოს. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და სახელმძღვანელობიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება? რა დააშავა ამ ადამიანმა, ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, ნებისმიერ ქართულ ოჯახში აქვთ. აღარ გვეკითხებიან, გვეშველება რამე? გვეკითხებიან კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 13 ივნისს დატოვა. იგი აღნიშნულ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics