|
2018-07-12 17:22:19, 880 ნახვა
საზოგადოება
ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი თბილისში გადმოჰყავთ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ის თელავის რეფერალური ჰოსპიტალისა და ყამბარაშვილის კლინიკის ექიმებისგან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო. ერთ პაციენტს თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანენ. რეანომობილით მისი სამედიცინო ტრანსპორტირება რამდენიმე წუთში დაიწყება. რაიონულ კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად 5 პირი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა თელავის რაიონულ კლინიკებში გადაიყვანეს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)