17:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 16:21:39, 1933 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ესპანეთში  ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოსამართლემ პუჩდემონი დამნაშავედ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების ბოროტად გამოყენებისთვის ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპაენთში დაბრუნების შემდეგ, კატალონიის ყოფილი ლიდერის გასამართლება მხოლოდ აღნიშნული მუხლით შეიძლება მოხდეს.

მედიის ცნობით, პუჩდემონს ასევე სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გერმანიის სასამართლომ ამ მიმართულებით ის უდანაშაულოდ ცნო. პოლიტიკოსის ესპანური მხარისთვის გადაცემა უახლოეს მომავალში მოხდება.

შეგახსენებთ, პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დანიის საზღვართან 25 მარტს დააკავა. მოგვიანებით ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. მანამდე დაპატიმრების საფრთხის გამო მან ფინეთი დატოვა.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics