06:17 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 09:51:49, 837 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ივანე მაჭავარიანი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში

„ჩვენი მოლოდინია, რომ ივანე მაჭავარიანი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ფინანსთა მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მაჭავარიანის გამოცდილება თვალსაჩინოა.

„ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯეოსელში“. ის გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი ამ კომპანიაში. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებული ციფრულ ეკონომიკასთან. ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც მე წარვადგინე, მათი დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველა გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 1-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics