|
2018-07-11 17:29:55, 631 ნახვა
საზოგადოება
ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა თანამედროვე კინოსკანერით იქნება შესაძლებელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შესაქმენლად თანამედროვე, 4K გარჩევადობის კინოსკანერი (Cintel Scanner 2, Blackmagicdesing) შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სკანერი საქართველოში პირველია. სკანერთან ერთად შეძენილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის ვიდეოფაილებზე მუშაობა, ფერისა და გამოსახულების კორექცია, ასევე გამოსახულების ციფრული რესტავრაცია. კინოსკანერი სპეციალურად მოწვეულმა კომპანია Blackmagicdesing-ის ლიცენზირებულმა ინჟინერმა ლოურენს მალარიმ დაამონტაჟა. მანვე ეროვნული არქივის თანამშრომლებს გააცნო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და სკანერთან მუშაობის სპეციფიკა. დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს უკვე აქვს აპარატურა, რომლის მეშვეობითაც დაიწყება კინოკოლექციების სკანირება და შეიქმნება კინოფილმების ხარისხიანი ციფრული ასლები. აღსანიშნავია, რომ კინოარქივში ინახება დოკუმენტური ფილმები, რომელთაც არ აქვს ასლები. რა თქმა უნდა, ეროვნული არქივის პრიორიტეტი სწორედ ამ ტიპის კინოდოკუმენტები იქნება. კინოფილმების სკანირების შემდეგ მომზადებული საარქივო კინოკოლექციის პროგრამის ჩვენებები ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში მოეწყობა და საზოგადოებას უნიკალური კინოკადრების ხილვის საშუალება მიეცემა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)