|
2018-07-11 13:50:33, 741 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდება
დღეს ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატოს სამიტი გაიხსნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია. 12 ივლისს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთანაც. ასევე, გაიმართება ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი შეხვედრა. ნატოს სამიტის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე სათანადოდ მოხდება საქართველოს მიღწევებისა და პროგრესის აღიარება. „ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, დავადასტურეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ნატოს სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატოს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)