|
2018-07-10 16:49:27, 643 ნახვა
საზოგადოება
ბალანჩივაძის და პეტრიწის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
ბალანჩივაძის ქუჩის N5-სა და დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა და ტერიტორიები ღობით შემოიფარგლა. პეტრიწის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის, სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და ყველა საჭირო ინვენტარი განახლდება. დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს და ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ამ ეტაპზე, რაიონში ოთხი სკვერისა და ხუთი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის პროექტები კომპანია „გრინსერვის+“-მა განახორციელა. ორივე პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 135 685 ლარით დაფინანსდა. სპორტული მოედნის სამუშაოებს კი, გამგეობის დაკვეთით, შპს „დოკასპორტი“ ახორციელებს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)