|
2018-07-10 10:26:32, 962 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" წარადგინა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს. „ევროპაში განვითარებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ, მითუმეტეს როცა ეს რუსეთის ფედერაციის მეზობლობას და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას შეეხება. საქართველოს მიმართებაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, საფრთხის წინაშე დგას არა მარტო საქართველო და რუსეთის სამეზობლო, არამედ მთელი ევროპის სტრატეგიული ხედვა და მშვიდობა. ჩვენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ ახალი ინიციატივით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ!", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს და რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დელეგაციის წევრებმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მისცა. „ძალიან კარგი პრეცენდენტია, როცა კომიტეტში ასეთი მხარდაჭერაა. პლენარულ სხდომაზე ალბათ იქნება წინააღმდეგობა, მაგრამ ეს რეზოლუცია მიღებული იქნება, იმიტომ, რომ ეს არის მართალი, საფუძვლიანი და აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც არის", - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)