|
2018-07-09 10:35:38, 1001 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრობის კანდიდატები მიმდინარე კვირაში დასახელდებიან
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მთავრობის შემადგენლობის მიმართ ოპოზიციის კრიტიკასა და უნდობლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან ტენდენციურობაზე მიუთითებს. „ოპოზიციის ტენდენციურობაზე ისიც მიუთითებს, რომ ადამიანების სახელები და გვარები არ იციან, პროგრამები არ იციან და წინასწარ აცხადებენ, რომ მათ მხარს არ დაუჭერენ, მათ აქვთ პოზიცია ტენდენციის თვალსაზრისით და არ აქვთ ხედვები, იქნება ემთხვევა მინისტრობის კანდიდატების წარმოდგენილი ხედვები მათ ხედვებს. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მიმდინარე კვირიდან უკვე გავივლით პრემიერთან ამ საკითხს. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს მომავალ კვირაში გაიგებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)