|
2018-07-08 19:35:52, 680 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კომიტეტის სხდომები გაიმართა
ბერლინში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, პლენარული სხდომის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენებით გაგრძელდა. საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მოხსენების პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საბოლოოდ, ბერლინის დეკლარაციაში აისახება. დღესვე, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, „აბრეშუმის გზის" მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დელეგაციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები, ოთარ დანელია და რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრნენ. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აბრეშუმის გზის პროექტის მხარდაჭერისთვის, ერთი წლის წინ, საინტერესო ფორმატი შეიქმნა. აზერბაიჯანის დელეგაციის ინიციატივით შექმნილი ჯგუფის საქმიანობით ასამბლეის ბევრი დელეგაციაა დაინტერესებული. შეხვედრაზე ჯგუფის სამომავლო საქმიანობის განხილვისას, ქართულმა დელეგაციამ ჯგუფის ხელმძღვანელობას, 2020 წლისთვის საქართველოში სხდომის გამართვა შესთავაზა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პირველი და მესამე კომიტეტის სხდომებში, რომლებიც შესაბამისი რეზოლუციის პროექტების განხილვას დაეთმო.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)