17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-08 16:16:11, 1485 ნახვა

მსოფლიო
ტაილანდში მღვიმეში ჩავარდნილი ბავშვებიდან ორი ამოიყვანეს

ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს.  ამჟამად მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. ინფორმაციას „როიტერი„ ავრცელებს.

ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ბავშვებს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ტაილანდური მედია წერს, რომ მღვიმე სავარაუდოდ მესამე ბიჭმაც დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები ქხაო ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობენ, სადაც იქ ბლოკირებული 12 ბავშვის და მათი საფეხბურთო მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 15 ადამიანისგან შემდგარი ბრიგადები მთებში ამ წყალსადენების გადასაკეტად მუშაობენ. დილით, სამაშველო ოპერაციის რაიონში სატვირთო ავტომობილების კოლონა მივიდა, რომლითაც დიდი რაოდენობით პლასტიკური მილები მიიტანეს. 

შეგახსენებთ, ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics