|
2018-07-06 15:35:34, 656 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება და საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგების მიმოხილვა. ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინიტროს პარლამენტთან ურთიერთობის შესახებ, რაც სამინიტროს მიერ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენასა და მათ ერთობლივ განხილვაში, ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებასა და საგამოძიებო კომისიების ფარგლებში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაში გამოიხატება. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და შესაბამის ღონისძიებებზე. NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საპარლამეტო ზედამხედველობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით აშშ-ს გამოცდილებაზე ისაუბრეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება დადგენილი კრიტერიუმებისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)