04:40 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 13:58:26, 798 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ჭუბერში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით

„ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვები პროდუქტების, სასმელის წყლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდია წაღებული. ტექნიკა არის მობილიზებული. ველოდებით წყლის დონის დაწევას, რომ დავიწყოთ გზის აღდგენითი სამუშაოები. რაც მთავარია, ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელის წყლის და მედიკამენტების შემოტანას. ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით, რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24-საათიან მონიტორინგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა  ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოდფის სალიკვიდაციოდ  მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics