|
2018-07-05 11:54:47, 573 ნახვა
საზოგადოება
გენგეგმის თანახმად, მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები მოეწყობა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უწყვეტი, გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი უნდა მოეწყოს. აღსანიშნავია, რომ მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ ბილიკების ქსელის მოწყობა „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანაა. "მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები უნდა დაიცვას, ასევე, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს. გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი კი, ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტიანობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორე მხრივ, კომფორტული, ეფექტიანი გადაადგილების საშუალება იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის", - ნათქვამია დოკუმენტში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)