|
2015-06-01 15:17:10, 543 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბენეფიციარების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ბენეფიციარების შვილებს და ახალგაზრდული პროგრამების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი სპორტულ-გასართობი პროგრამა შესთავაზა. ღონისძიება „ბულბულების ჭალაში“ გაიმართა, რომელსაც „დიდი თამაში“ ეწოდება. ეს არის „ფორტ ბოიარდის“ მსგავსი სათავგადასავლო თამაში, რომელშიც 5-6 მონაწილისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „დავალება“ გუნდის ან მისი ცალკეული წევრის მიერ გადასალახ ინტელექტუალური, ფიზიკური ან კრეატიული სახის წინაღობას წარმოადგენდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბლიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის ნინო ბისეიშვილის განცხადებით, სპორტულ-გასართობი პროგრამით პატარებს სათავგადასავლო და შემეცნებითი ერთობლიობა შევთავაზეთ. „ფიზიკური და ინტელექტუალური შეჯიბრი მხიარულად წარიმართა. დღეს ყველა მონაწილე გამარჯვებულად დასახელდა. ჩვენ პატარებს ერთი მხიარული დღე ვაჩუქეთ“, - აღნიშნა ნინო ბისეიშვილმა. ღონისძიება არაფორმალური განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა ,,მზიანმა სახლმა“ ჩაატარა, რომელმაც მონაწილეთა კვებაც უზრუნველყო. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი უკვე ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პატარებს გასართობ-შემეცნებითი პროგრამით ულოცავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)