09:20 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 18:09:38, 885 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს.

შემოსვალების სამსახურის ინფორმაციით, ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს.

„შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა.

ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების მიმართულების შეცვლის სქემის გამოყენების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პარალელურად მსუბუქი ავტომანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას, ასევე გამტარი ზოლების სრულად გამოყენებას, რაც ასევე რუსული მხარის მიერ შეზღუდულია, რუსული მხარე კვლავაც მხოლოდ ერთი გამტარი ზოლის (გეითის) გამოყენებით ახორციელებს სატვირთო მანქანების გატარებას.

ამ დროისთვის, საქართველოს მხარეს რუსეთის მიმართულებით გადაადგილების მიზნით, 600-ზე მეტი სატვირთო მანქანაა მობილიზებული“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics