|
2018-07-03 13:13:28, 714 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო უწყებებში პერსონალური ავტომანქანების შემცირება იგეგმება
„მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება“, - ამის შესახებ მთავრობს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშნველოვანი შემცირების ხარჯზე. „კანონპროექტის მიღების შედეგად მთავრობის ახალი სტრუქტურულის დაფინანსება გაგრძლედება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ გათვალისიწნებული ასიგნებების ფარგლებში. ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი, დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელი ეკონომია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით მოხმარდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირდება. დაინერგება თანამედროვე მიდგომები საჯარო უწყებების შიდა ადმინისტრირების მიმართულებით და მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების მნიშნველოვანი შემცირების ხარჯზე”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)