09:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:12:18, 485 ნახვა

პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: პრეზიდენტმა დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის

"პრეზიდენტმა დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის",-ასე გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, ორმაგ მოქალაქეობას მიანიჭებენ და მას საქართველოს მოქალაქეობის დათმობა არ მოუწევს. მაია ფანჯიკიძე უკრაინას წარმატებებს უსურვებს.

"იგი იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და პრეზიდენტმა დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ, ალბათ, ორმაგი მოქალაქეობის საშუალება არის და მას მიანიჭებენ და ალბათ, არ მოუწევს მოქალაქეობის დათმობა, ეს არის ჩემთვის ცოტა გასაკვირი, მაგრამ დანარჩენი უკრაინის სუვერენული უფლებაა და უკრაინას წარმატებას ვუსურვებ,"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics