|
2018-06-30 17:20:51, 793 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ევრაზიის უროონკოლოგიური კონგრესი გაიმართა
თბილისში, სასტუმრო „ბილტმორ“-ში ევრაზიის უროონკოლოგიური კონგრესი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევრაზიის უროონკოლოგიური ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. ევრაზიის რიგით მერვე უროონკოლოგიური კონგრესი წელს საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა (თურქეთი, ისრაეილი, საბერძნეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, გერმანია, მოლდავეთი, აშშ, ალჟირი, იორდანია, ყაზახეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და სხვა) კონფერენციის მიზანი უროონკოლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა. ღონისძიება უპრეცენდენტო მულტიდისციპლინარული მიდგომითაც გამოირჩევა და მასში მონაწილეობა საქართველოს 19 დიდი სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა მიიღეს. სამეცნიერო ღონისძიების ფარგლებში განხილული და გაანალიზირებული იქნა თანამედროვე უროლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორიცაა: პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, სათესლე ჯირკვლის კიბო და სხვა. ღონისძიებას უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება გარდა იმისა, რომ ქართველი ექიმების ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურება, ასევე ასაბუთებს და ხაზს უსვავს საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)