|
2018-06-30 11:02:43, 757 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შსს-ს პოლიციის აკადემიისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში - „შეცვალე სამყარო“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ღვისშვილთა კავშირმა“ გაუწია. ტურნირი მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ქალთა - მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ და სსმ ბავშვთა მშობლებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა სტიმულირებასა და მათში თვითრწმენის გაძლიერებას ისახავდა. ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვან პირთა მშობლებმაც მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის ღონისძიებებში, რომელიც დიკრიმინაციის ყველა, პირდაპირი თუ ირიბი ფორმის აღმოფხვრას ემსახურება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჯერ კიდევ არსებული სტიგმის დაძლევას.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)