11:00 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 10:03:10, 694 ნახვა

საზოგადოება
გუდიაშვილის მოედანზე მორიგი არქეოლოგიური მასალა - მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი" ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ  გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე  საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში  სპილენძის აზარფეშა - გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები - „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics