|
2018-06-29 18:31:06, 816 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, BP-ის ოპერირების ქვეშ მყოფი სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების საკითხები განიხილეს. ღონისძიების მიზანი იყო კრიზისულ სიტუაციებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმს“ შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდა, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების როლისა და პასუხისმგებლობის სფეროების იდენტიფიცირება და მათი ეფექტურობის შეფასება, გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების არსებული სამოქმედო გეგმების გაუმჯობესების გზების განსაზღვრა.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)