|
2018-06-28 13:45:30, 673 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს
„ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიტიური მომენტები, რომლითაც გაჯერებულია ფონდის მისიის მეორე მიმოხილვა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეორე მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისაც მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიში 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. „სავალუტო ფონდი ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალია, იძლევა რეალურ საფუძველს, რომ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას რეალიზებული", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.
(NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)