11:49 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:02:32, 557 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეები წამლობა ჩაატარა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ხე-მცენარეების მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა.

წამლობა უკვე ჩაუტარდა ვაკის პარკში, 9 აპრილის პარკში, რიყის პარკში, გოძიაშვილის სახელობის ბაღში, დიღმის ტყე-პარკში, ბარათაშვილის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე, პაიჭაძის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ლისის ტბის მიმდებარე კვაჭაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე, კუს ტბის ასასვლელში და ტბის გარშემო ტერიტორიაზე, ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე არსებულ ხე-მცენარეებს. 

სულ შეიწამლა 95,5 ჰექტარზე, 18 413 ძირი, სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.

გარდა ამისა, 10 ივლისამდე განხორციელდება ხე-მცენარეების წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გოძიაშვილის სახელობის ბაღში, მზიურის პარკში, ვაკის პარკში, ბოტანიკური ბაღში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში და 9 აპრილის ბაღში. 

აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების საჭიროება განაპირობა თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარული კვლევამ, რომლის შედეგადაც ხე-მცენარეებს დაავადებები გამოუვლინდათ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics