01:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 14:00:03, 675 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: „ქართუს“ რეზერვი ამოიწურა და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ ამ ბანკის მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში

„ამოიწურა „ქართუს“ რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ კაბინეტში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება, თუ საზღვარგარეთიდან რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ.

„თუ ჩვენ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ამ 6 წლის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი არიან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, რომელსაც არავინ იცნობდა არასდროს და ვერც ვერავინ გაიცნობდა, რომ არა ის რომ ისინი მუშაობდნენ „ქართუ ბანკში“ ან ქართუ სისტემაში დაკავშირებულ სტრუქტურებში. ამოიწურა ქართუს რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ და უცხოეთი, ბუნებრივია არ არის ქართუს გავლენის სფეროში და კარგი იქნება თუ რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics