|
2018-06-27 12:14:41, 541 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წელი შესრულდა
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. "საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა 500 მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, გაიზარდა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში, საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან, საქართველომ დაიწყო მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე და სხვა. ასოცირების შეთანხმებამ ხელო შეუწყი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ქვეყანაში ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას. განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთ სფეროებში როგორებიცაა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობა, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, საზღვრის მართვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სხვა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე, საქართველომ 400 მილიონ ევრომდე ევროკავშირის ფინანსური დახმარება მიიღო, რომელიც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ხმარდება კანონის უზენაესობის, საჯარო სამსახურის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)