|
2018-06-27 09:55:43, 625 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი შენობის დაზიანებაა. „მოგეხსენებათ, რომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება. ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge სახალხო დამცველი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ტექნიკური შეფერხება დროულად იქნება აღმოფხვრილი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)