|
2018-06-26 16:16:42, 874 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე შსს-ს წარმომადგენლისა და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის დაკავებას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახა სირაძისა და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის დაკავებას ითხოვს. როგორც სარალიძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის გუშინდელი სხდომის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები მკვლელობის საქმეში დეტალებს მალავდნენ. ამასთან, ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდება. სარალიძე უფლებადამცველ ზვიად კუპრავასთან ერთად სოფელ ფუისში ჩავიდა, სადაც მაჩალიკაშვილთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ცნობისთვის, შსს-ს წარმომადგენლის და საქმის პროკურორის დაკითხვა საგამოძიებო კომისიამ გუშინ დაიწყო. დაკითხვა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიის წევრებს საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების მიმართ კითხვები დარჩათ, რის გამოც კახა სირაძესა და ზვიად ფხაკაძის დაკითხვა დღეს 15:00 საათზე განახლდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)