|
2018-06-25 18:12:43, 626 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. გლდანის მე-2 მიკრორაიონის N41-42-43 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათება. გლდანის ლუწ მიკრორაინში კი, ოთხ მისამართზე, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, გმირი კურსანტების მეორე შესახვევის N3 კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი“, სპორტული მოედნების სამუშაოებს კი, შპს „პე-ბე“ აწარმოებს. მეორე მიკრორაინის N31, ასევე, მე-4 მიკრორაიონის N93-94 და „ა“ მიკრორაიონის N1, N58-68 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე საბავშვო-გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, გულია გოცირიძესა და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)