|
2018-06-25 15:30:33, 729 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩერქეზიშვილმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ბათუმში გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართეს. მეზღვაურის საერთაშორისო დღე 2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დააწესა. საქართველოში მას 2011 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი გემი „კადეტი", რომელმაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა საზღვაო საქმის სწავლება, რადგან ამით საზღვაო პრაქტიკის გავლა აკადემიის სტუდენტებს უშუალოდ ბათუმში შეუძლიათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდოთი, ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მეზღვაური და მზარეული, სოსლან კაკაბაძე დააჯილდოვა, რომელიც სამი წელი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ლიბიის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ნავსადგურის კაპიტნები - თენგიზ გადილია, ვახტანგ თავბერიძე და ნიკოლოზ ოვჩარენკო, ხოლო გარდაცვლილი კაპიტნის, შაქრო ვარშანიძის ჯილდო მის ვაჟს გადასცა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიის მე-4 კურსელებისთვის დიპლომების გადაცემის პროცესში. ცერემონიის დასასრულს, აკადემიის სტუდენტებმა გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების მიზნით, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)