23:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 15:23:46, 764 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. 

როგორც მან აღნიშნა, მეზღვაურის პროფესია ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"პირველ რიგში მსურს, პროფესიული დღესასწაული მივულოცო ჩვენს მეზღვაურებს, განსაკუთრებით კურსდამთავრებულებს. მეზღვაურის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელსაც განტმკიცება და განვითარება სჭიღდება. მოგეხსენებათ, ჩვენ განათლება გამოვაცხადეთ უპირობო და უალტერნატივო პრიორიტეტად, აქედან გამომდინარე, ჩვენი განათლების სტრატეგიაში მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ამასთან ერთად, მინდა, ყველას მივულოცო ქობულეთში მეორე 18 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალი უკეთ გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის ის, რომ ტრანზიტული მანქანები ფაქტობრივად ტურისტულ ზონაში მოძრაობდნენ. დღეიდან უკვე ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე 18 კმ-იანი მონაკვეეთი ბათუმამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ამავე დროს, რომ ჩვენ დამატებითი ბიძგიმივცეცთ ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას აჭარაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი დაკავშირებულია ფაქტობრივად ყველა სოფელთან, რომელიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობს. ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ტურისტების მხრიდან არა მხოლოდ ჩვენი ზღვისპირა ტურისტული ინფრასტრუქტურით, არამედ ტურიზმის ზრდით აჭარის სოფლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics