|
2018-06-24 18:53:57, 953 ნახვა
პოლიტიკა
მაღალი აქტივობის ფონზე თურქეთში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა - პირდაპირი ეთერი
მოქალაქეთა მაღალი აქტივობის ფონზე თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ყველა უბანი ამ დროისთვის დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლა. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები დაითვლება. ექსპერტები ამბობენ, რომ კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ და არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციურმა "რესპუბლკურმა პარტიამ" მოხმრეთა უცპრეცედენტო რაოდენობის შეკრება და მობილიზება მოახერხა. არჩევნებში მონაწილეობას სულ 56 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან საკუთარი პოზიცია 7-დან 19 ივნისამდე დააფიქსირეს. თურქეთის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს: მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, "სახალხო ალიანსის" კანდიდატი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუხარემ ინდჟე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სელახატინ დემირტაში, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. გარდა ამისა, 100 ათასი ხელმოწერის საფუძველზე არჩევნებში კენჭს კიდევ 3 კანდიდატი იყრის. ესენი არიან: İYİ Parti-ს წარმომადგენელი მერალ აქშენარი, Saadet Partisi-ს თავმჯდომარე ტემელ კარამალაოგლუ და Vatan Partisi-ს ხელმძღვანელი დოგუ პერინჩეკი. აღსანიშნავია, რომ 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი ქალია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)