|
2018-06-23 18:47:45, 1094 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს
„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. პარტიის ყრილობა და კენჭისყრა „გირჩის“ ოფისში, მუსიკის და მწვადის შეწვის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, „გირჩის“ გეგმები უცვლელი რჩება. "გირჩის მომავალი გეგმები არაფრით იცვლება იმის გამო, რომ თავმჯდომარე შეიცვალა. ეს სრულიად ფორმალური ნაწილია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ვრჩები იმად, ვინც ვიყავი, ზურაც იმად რჩება, ვინც იყო. მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს. რაც იქნება „გირჩის“ გეგმები, ერთად სხვა დროს შევიმუშავებთ, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით“, - განაცხადა ხვიჩიამ. დღევანდელ ყრილობაზე სარევიზიო კომისიისა და პლიტსაბჭოს შემადგენლობაც აირჩიეს. "პარტიას სჭირდება პოლიტსაბჭო, რომელიც ასევე ფორმალური სტრუქტურაა და იდეაში აქამდე არაფერში დაგვჭირვებია. პოლიტსაბჭოში, მინიმუმ, ოთხი წევრი უნდა იყოს და წარდგენილები არიან: ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, მარიტა რატიანი და მე. ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ორი თვე ვიყავი, ვადა უკვე გასული მაქვს. არ მგონია, რომ უნდა გადავიქცე ან შალვა ნათელაშვილად ან ვინმე ასეთად. მე აღარ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ეს თემა მოხსნილია. ჩემი წინადადება იყო და ყველა დამეთანხმა, რომ ეს მძიმე ტვირთი იაგო ხვიჩიამ ატაროს“, - განაცხადა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)