|
2018-06-23 15:26:03, 1044 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას დაპირდა. „მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვასწერიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელი ქალაქში მიმდინაროებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, საგზაო სამუშაოები მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა და სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დაათვალიერეს. „20-25 წლის განმავლობაში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყო. დავიწყეთ სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შეიცვალა და ორფენიანი ასფალტის გზა ეწყობა. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე, შიდა ეზოებსაც მოვაწესრიგებთ“, - აღნიშნა კახა გულედანმა. ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე N20-22-24 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური მოწყობა ხორციელდება, რისთვისაც საჭირო ნიშნულამდე გრუნტი უკვე მოიჭრა და ამჟამად, ბალასტის ნარევით კონსტრუქციის მოწყობა ხდება. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4600 კვ.მ ფართობზე დაიგება და ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელი გასულ წელს უკვე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.
(NS)
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)