|
2018-06-23 14:19:51, 1081 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - დაეთანხმებიან თუ არა მმართველი პარტიის წევრები სამინისტროების შემცირებას დღეს გახდება ცნობილი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, დღეს მმართველ გუნდში დაგეგმილ კონსულტაციებზე გადაწყდება შემცირდება თუ არა სამინისტროების რაოდენობა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, პრემიერი პარლამენტის დეპუტატებთან ახალ ინიციატივას დეტალურად განიხილავს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ "ქართული ოცნება" მამუკა ბახტაძის შემოთავაზებას მხარს დაუჭერს. "პრემიერი აგრძელებს კონსულტაციებს მმართველ პარტიასტან, იმისათვის, რომ სამინისტროების 11-მდე შემცირების საკითხი დეპუტატებთან დეტალურად განიხილონ. ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც საკონსტიტუციო მოდელის პირობებში არის საჭორი და მიზანშეწონილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაეთანხმებიან თუ არა მმართველი პარტიის წევრები ამ წინადადებას დღეს გახდება ცნობილი. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ფართე მხარდაჭერა ექნება "ქართული ოცნების" რიგებში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)