23:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 11:52:09, 873 ნახვა

კომენტარი
კალაძე: არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ვართ წინააღმდეგი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები

"არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სტრიტ-არტის მიმართულებით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

„მეორე დღეა, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. შეიძლება, ბევრს არც ჩაუხედავს ამ კანონში, თუ რაზეა საუბარი და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე მინდა, განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია და არასწორად ხდება ამ კანონპროექტის ინტერპრეტაცია. პირიქით, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრიტ-არტის განვითარებას. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობლები ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით და იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელს თუ სივრცეს გაახალისებენ და ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით”, -  განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიის ინიციატივა მხოლოდ თბილისში წლობით გაკრულ პლაკატებს და განცხადებებს ეხება.   





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics