17:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 13:31:10, 845 ნახვა

სამართალი
სარალიძის ადვოკატი: პროკურორმა გვითხრა, რომ მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი ახორციელებდა

„საქმის პროკურორმა პირდაპირ გვითხრა, რომ მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი ახორციელებდა და მის ვინაობას ფოტოს სახით გადმოგვცემდა“, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის დროს ხორავას ქუჩის მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიზის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურორი ზვიად ფხაკიაძის თქმით, კალანდიაზე ზეწოლაში სუბელიანი არ იყო დამნაშავე.

„მე და ბატონი ზაზა ვიმყოფებოდით საქმის გამომძიებელ პროკურორებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ „ჩვენ სრულად გვაქვს დაგდგენილი ვინ მოახდინა მიხეილ კალანდიაზე ზეგავლენა და ვისი მეშვეობით შევცვალა ჩვენება, ჩვენ ამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ ფოტო-სურათების სახით და ეს მოდის ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის მხრიდან“ , გვითხრა საქმის მწარმოებელმა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მან ასევე თქვა, რომ ზეგავლენა იყო არა მირზა სუბელიანის მხირდან. იქ საუბარი იყო რომ ავოტმანქანით მიაკითხეს და დაცვა ახლდა თანო, წაიყვანეს და ნამდვილად მოხდა მასზე ზემოქმედება, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან, მაგრამ პირდაპირ სახელი და გვარი არ დაასახელა“, - აღნიშნა სარალიძეების ოჯახის ადვოკატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics