|
2018-06-21 17:14:48, 951 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები ორმაგდება
თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები ორმაგდება. აღნიშნული კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონპროექტის ინიციატორები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია არიან. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. არსებული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ისედაც დასჯადია და 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები მხოლოდ თბილისში გაორმაგდება და 1000 ლარს შეადგენს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი, 150-ე მუხლი დაემატება, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურ შეცვლას გულისხმობს. "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 2000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით", - წერია განმარტებაში. როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სანქციების გამკაცრების გარდა, კანონპროექტის მიღების მიზანია უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია - საჯარიმო ოქმის შევსების გზით, "რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული ორგანოების საქმიანობას და მოახდენს სამომავლოდ სამართალდარღვევების პრევენციას".
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)