|
2018-06-21 16:33:28, 761 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
„აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქართველო პოლიტიკურ დღის წესრიგში წინა პოზიციებზეა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქტში ასეთი მოცულობით საქართველოზე ჩანაწერი პირველად მოხვდა, რაც მისასალმებელი მოვლენაა. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასეთი მოცულობით და ამ სახით ჩანაწერი საქართველოზე მოხდა პირველად და ეს არის ძალიან მისასალმებელი მოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქტში საუბარი არის ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება არის პირდაპირ მიბმული ევროპის უსაფრთხოებაზე და პირიქით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. დავით ზალკალიანის განცხადებით, აქტში საუბარია ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. მინისტრის შეფასებით ამ აქტით აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის, რაც მისი თქმით არის გამყარებული როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. „ჩვენ ველით, რომ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უკვე განხორციელდა საქართველოსთან მიმართებაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, რაც აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას, ასევე შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯებით გაძლიერდება", - აღნიშნა ზალკალიანმა. მინისტრის განცხადებით, ჯერ მხოლოდ ჩანაწერი გაკეთდა სენატის აქტში. ზალკალიანის თქმით მსგავსი სახის ჩანაწერი არსებობს ქვედა პალატის კონგრესის აქტშიც, შემდგომი ნაბიჯები კი ითვალისწინებს ორივე ჩანაწერის შეჯერებას და სენატში კენჭისყრას, რათა საბოლოოდ საკანონმდებლო აქტად იქცეს. ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)