07:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 15:19:00, 598 ნახვა

რეგიონი
დაბა მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგებში საველე აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის დაბა მანგლისში აზომილი და იდენტიფიცირებულია  3761 მიწის ნაკვეთი. საველე ტექნიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის  ივნისის ბოლომდეა დაგეგმილი,  რის შემდეგაც სარეგისტრაციო ბლოკის  მონაცემები, როგორიცაა ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საზღვრები, ფართობი, საკუთრების რეგისტრაციის უფლების მქონე პირის ვინაობა საჯაროდ გამოქვეყნდება.

დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო ბლოკის  მონაცემების გადამოწმება  დაბა მანგლისის გამგეობის შენობაში შეუძლიათ. თუ დაინტერესებულ პირი გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ეთანხმება, მას  10 დღის განმავლობაში შეეძლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართოს. 

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში  სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ყველა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითვალისწინებს.  დაბა მანგლისი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

საპილოტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.

საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად,  განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და  ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics