01:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 14:03:07, 1150 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს

საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიების გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პენსიის 20-20 ლარის ოდენობით გაზრდისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 400 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

„მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ საშუალოვადიან ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics