|
2018-06-20 11:20:15, 707 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყოს
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ბაღებსა და სკვერებში გარემოვაჭრეებისთვის კონკრეტული, კეთილმოწყობილი ადგილები გამოიყოს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარკებში გარევაჭრობის საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. „ესენი არიან ადამიანები, ვისაც სოციალურად ყველაზე მეტად უჭირთ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების მიმართ თანადგომა ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დავავალო პარკების ადმინისტრაციას, ასევე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, მოკლე დროში ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცეთ. პარკებში გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა ამ ადამიანების საქონლის გაყიდვა ქაოტურად არ მოხდეს. მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი საქონელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა მოგვარდეს. „დავეხმაროთ ამ ადამიანებს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმე ეხება მათ, რომლებიც ბაღებსა და სკვერებში არამალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)