|
2018-06-15 13:24:59, 904 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კოტე იოსელიანი გუშინდელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კონსტანტინე იოსელიანმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ პირზე „ჭორი დადის“, რომ ის ერთ-ერთ ცნობილ ადამიანთან რომანტიკულ ურთიერთობაშია. მის საქციელს მალევე მოყვა რეაქცია ენმ-ს რიგებიდან. როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტარი სალომე სამადაშვილი წერს, იოსელიანმა უკიდურესად დააზიანა პარტიის რეპუტაცია. „ენმ-ი ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანებაა, შესაბამისად მე, ისევე, როგორც პარტიის ყველა წევრი, ველოდებით საჯარო ბოდიშს კოტე იოსელიანისგან არაეთიკური საქციელისთვის, რომელმაც უკიდურესად დააზიანა პარტიის რეპუტაცია. მსგავსი საქციელი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება“,- წერს სამადაშვილი. საჯარო ბოდიში, პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, მარიამ გერსამიამაც მოითხოვა. მისი თქმით, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების დროს მეტი პასუხიმგებლობაა საჭირო. „ვწუხვარ, თუ ამ დისკუსიის დროს უნებურად დავაზიანე ადამიანების პირადი გრძნობები, რაც დანამდვილებით არ ყოფილა ჩემი მიზანი“,- დაწერა კოტე იოსელიანმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)