06:28 - 27 Jun, 2026
|
2018-06-15 11:05:52, 522 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბარიამი მიულოცა
დღეს ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. მუსლიმან მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა. "მინდა გულწრფელად მიულოცო ჩვენს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული. ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სიყვარულს , სიკეთეს. თითოეული მათგანი ერთი თვის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს წარმატებაზე. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი უხუცესები. ვუსურვებ მათ დიდხანს სიცოცხლეს" - აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ. რამადან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)