07:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 15:45:35, 481 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ათონელის რეზიდენციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არ განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციული შენობების  მდგომარეობის შესახებ საკითხი ერთ-ერთი რიგითი იყო, რომელიც სხვა თემებთან ერთად დაისვა.
ბერუჩაშვილის თქმით, საგარეო უწყების შენობა არც ადგილმდებარეობითა და არც ფიზიკური მდგომარეობით, უწყების შესაბამისი არაა.თუმცა, ბერუჩაშვილის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ათონელის რეზიდენციას არ განიხილავს.
"მთავრობის სხდომაზე ზოგადად დადგა საკითხი ადმინისტრაციული შენობების მდოგმარეობის შესახებ.ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ეს არ არის ახალი თემა და წინა ხელისუფლებების პირობებშიც სერიოზული თანხა დაიხარჯა აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოებისთვის.არ არის ადგილმდებარეობა იმ ამოცანების შესატყვისი, რაც აქვს საგარეო უწყებას. ამიტომ ეს საკითხი დაისვა.ანალოგიურ თემებზე ისაუბრეს სხვა ჩემმა კოლეგებმა.არანაირ კავშირში ეს სხვა შესაძლო ვარიანტებთან და გადაადგილებებთან არ არის. საუბარია შენობის მდგომარეობის შესახებ და ეს იყო რიგითი საკითხი, რომელიც სხვა თემებთან ერთად დაისვა. მე პირდად ათონელის თემას ჩემი უწყებისთვის არ განვიხილავ",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics