|
2018-06-14 17:14:18, 821 ნახვა
საზოგადოება
დაძმობილების (Twinning) პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაძმობილების (Twinning) პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია" სამეთვალყურეო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა პროექტის მესამე კვარტალური ანგარიში განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პროექტის ფარგლებში სამომავლო საქმიანობის გეგმებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დაძმობილების პროექტის მიზანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დახმარების გაწევა წარმოადგენს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)