|
2018-06-13 18:21:42, 857 ნახვა
საზოგადოება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტალინში შეხვედრა იმართება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ტალინში იმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის. ღონისძიება ასევე ეძღვნება ტალინის ქარტიის ხელმოწერის ათი წლის იუბილეს. საქართველოს სახელით შეხვედრაში მონაწილეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი იღებს. ამირან გამყრელიძემ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სიტემაზე საუბრისას, ყურადღება მიაპყრო ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და აუდიტორიას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები გააცნო. სხდომაზე განიხილეს ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პროექტები, რის ყველაზე ნათელ დადასტურებად საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიიჩნევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანო წლების განმავლობაში უწევს ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)