|
2018-06-11 19:12:27, 1057 ნახვა
სამართალი
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთარი აზრის გამოხატვა კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კანონის საწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, პოლიცია შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. შსს-ს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სულ 19 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე განლაგებული კარვები აიღო და თავდაპირველად პარლამენტთან გადაიტანა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომანქანით გაიტანეს. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)